Monday, April 18, 2011

კადაფის სურათები


კადაფი ბერლუსკონი

კადაფი

მუამარ ბენ მუჰამედ აბუ მენიარ აბდელ სელიამ ბენ ჰამიდ ალ-ყადაფი 1969 წლიდან არის ლიბიის დეფაქტო ლიდერი. მმართველობის დასაწყისში დასავლეთიდან საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება მოდიოდა მისადმი. აშშ-ს პრეზიდენტმა მას ”გიჟი ძაღლიც” კი უწოდა. ბოლო წლებში ლიბიის მიმართ ყურადღება გაიზარდა, მას დასავლელი ლიდერები უფრო ხშირად სტუმრობდნენ. ნავთობისგან მიღებულმა შემო­სავლებმა ქვეყნის  სოცია­ლურ-დემოგრაფიული სიტუაციის  გაუმჯობესება განაპირობა. თუმცა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თავად ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშო­ბენ სატომო და კლანური გაერთიანებები. ტომებს შორის უთანხმოება მონარქიის პერიოდში და­იწყო. ამ დრომდე მოსახლეობის ნაწილი რომელიმე ტომის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს. ერთმანეთთან დაპირისპირებული ტომების კონფლიქტი დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის იმჯს და მდგომარეობას. უახლოეს წარსულში, ლიბიაში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები კადაფის წინააღმდეგ. მრავალრიცხოვანი აქციებით ლიბიელი ხალხი კადაფის გადადგომას მოითხოვს, თუმცა ქვეყნის ლიდერი ჯერ-ჯერობით არ თმობს პოზოცოებს. "მუამარ კადაფი ლიბიის სათავეში ცხოვრების ბოლომდე დარჩება", – ეს განცხადება ქვეყნის ლიდერმა სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა. აქციების დაწყების შემდეგ, ყველაზე ხანგრძლივი მიმართვა კადაფიმ ტრიპოლში, ბაბ ალ აზიზის დაბომბილ ყაზარმებში ჩაწერა. დემონსტრანტებს მან ვირთხები, მოღალატეები და ტარაკნები უწოდა და განაცხადა, რომ ყველა მათგანი ან მთვრალია, ან ნარკოტიკითაა გაბრუებული. კადაფიმ თავის მომხრეებს ქუჩებში გამოსვლისკენ და მისი დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა მან უკვე დაკარგა კონტროლი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე სადაც სამხედროები დემონსტრანტების მხარეზე გადავიდნენ. ქვეყანაში არეულობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე ასობით ადამიანს ითვლის, თუმცა გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მსოფლიო ლიდერები მუამარ კადაფის გადადგომას მოითხოვენ. ბარაკ ობამამ, ნიკოლა სარკოზიმ და დეივიდ კამერონმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, სადაც ნათქვამია, რომ ლიბიაში მშვიდობა არ დამყარდება, სანამ კადაფი ხელისუფლებაში იქნება.